„პაკისტანი მზად არის ინდოეთის მხრიდან თავდასხმას სრული ძალებით უპასუხოს“,_აღნიშნული განცხადება Reuters-ის ინფორმაციით, პაკისტანის არმიის მაიორ-გენერალმა გააკეთა.
მისი თქმით, ქვეყანას არ სურს ომის ინიციატორი იყოს, მაგრამ თავდასხმაზე რეაგირებისთვის მზად არის.
„სრულ რეაგირებას მოვახდენთ საფრთხეზე, რომელიც თქვენ გაგაოცებთ“,_განაცხადა მან.
ცნობისთვის, ქაშმირის რეგიონში, 1 კვირის წინ მომხდარ თავდასხმას 40 ინდიელი პოლიციელი ემსხვერპლა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანურმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ აიღო.
indianexpress-ის ცნობით, ინდოეთი აცხადებს, რომ მომხდარში პაკისტანის არმიაც არის ჩართული.
NDTV-ს ინფორმაციით, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თავდასხმაში პაკისტანის ხელისუფლების ძალები ჩართული არ არის, მათ თავდასხმის დაგეგმვის შესახებ არაფერი იცოდნენ და ნებისმიერ თავდასხმას ინდოეთის მხრიდან, საკუთარი ხალხის დასაცავად, უპასუხებენ.