პალმის ხის ათასზე მეტი სახეობა გადაშენების საფრთხის წინაშეა,_ ამის შესახებ ინფორმაციას BBC მეცნიერების მიერ ჩაატრებული კვლევის შედეგების მიხედვით აქვეყნებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს პალმის მთელი ოჯახისთვის რისკების შესაფასებლად, მაღალი ხეებიდან დაწყებული მცენარეებით დამთავრებული.
მონაცემები ბევრად უკეთეს წარმოდგენას იძლევა იმის შესახებ, თუ რამდენი და რომელი პალმის სახეობაა საფრთხის ქვეშ.
პალმები მცენარეთა უზარმაზარი ოჯახია, რომელიც მილიონობით ადამიანს აძლევს საკვებს, სასმელს და თავშესაფარს.
”ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ბიომრავალფეროვნების დასაცავად და ის მოიცავს პალმის ათასზე მეტ სახეობას, რომლებსაც ახლა ვიცით, რომ შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს”, – თქვა კვლევის ლიდერმა, დოქტორმა სიდონი ბელოტმა სამეფო ბოტანიკური ბაღიდან.
მისი თქმით, საჭიროა ზომების მიღება მცენარეების ადგილზე შესანარჩუნებლად და მათზე მეტი ინფორმაციის შეგროვებისთვის, რაც შეუძლებელია იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც ცხოვრობენ იმ რეგიონებში, სადაც პალმები იზრდება და რომლებიც ყოველდღიურად იყენებენ პალმებს.
პალმის ხეებს მრავალმხრივ იყენებენ, მათ შორის, ძირითად კულტურებს, როგორიცაა ქოქოსი, პალმის ზეთი ან ფინიკი, ან ავეჯის, რეზინის, ზეთისა და თოკების დასამზადებლად.
მეცნიერები შეშფოთებულნი არიან პოპულარული დეკორატიული ან კომერციულად მოყვანილი პალმების ნაკლებად ცნობილი ველური ნათესავების გადაშენების რისკებით.
მათი თქმით, ველური მცენარეები ფასდაუდებელია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მაგრამ შეიძლება გაქრეს მანამ, სანამ მათი სრული პოტენციალი იქნება ცნობილი.
მათი მონაცემებით ვარაუდობენ, რომ ათასზე მეტ სახეობას – პალმების 50%-ზე მეტს – გადაშენების საფრთხე ემუქრება.
„ამ პროგნოზებით ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ კონსერვაციის აქტივობების პრიორიტეტიზაციას და სახეობების შემდგომი კონსერვაციით იმ ქვეყნებში, სადაც ისინი ყველაზე მეტად არიან რისკის ქვეშ“, – თქვა დოქტორმა სტივენ ბაჩმანმა, Kew-ის კონსერვაციის შეფასების და ანალიზის ჯგუფის კვლევის ლიდერმა.
ჯგუფმა დანიშნა მადაგასკარი, ახალი გვინეა, ფილიპინები, ჰავაი, ბორნეო, იამაიკა, ვიეტნამი, ვანუატუ, ახალი კალედონია და სულავესი, როგორც პალმის კონსერვაციის პრიორიტეტული რეგიონები.