https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“პანდემია ზოგს სახლში მიარბენინებს გაურკვეველი დროით; ზოგს, ყველას ჯვარი ეწეროს და… სასაფლაოზე”

5:11; 26.11.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გურია ნიუსი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდს ეწვია. ჩვენი მიზანია, გავაშუქოთ თითოეული სოფლის პრობლემები; გავიგოთ, რა უჭირს ყველაზე ძალიან სოფლის თითოეულ მცხოვრებს.

ცხემლისხიდში, ისევე, როგორც ყველა სოფელში, მოსახლეობა უმუშევრობაზე საუბრობს. შემდეგ მოდის უწყლობის და უგაზობის პრობლემა, რაც ნაწილობრივაა გადაჭრილი. ცალკეულ უბნებს და ზოგჯერ ერთ თემში შემავალ რამდენიმე სოფლის მცხოვრებლებს სხვადასხვანაირად მიეწოდებათ წყალი თუ გაზი. უფრო სწორად, ზოგან არის, ზოგან ახლა აკეთებენ, ზოგან კი დაწყებულიც არაა პროექტის გახორციელება.

სოფლის ცენტრში ბლომად ნახავთ მიუსაფარ ძაღლებს და ჩამოხეულ საარჩევნო პლაკატებს.

ცხემლისხიდის ცენტრი _ სოფელში ინტერნეტის კაბელი გაჰყავთ,
ხეებზე კი საარჩევნო პლაკატები ისევაა შემორჩენილი

სოფლის ცენტრში უამრავი მიუსაფარი ძაღლია

ცხემლისხიდელი ბადრი გოგეშვილი ერთ-ერთი პირველია, დანარჩენისგან განსხვავებით, ვინც წინა პლანზე წამოსწია სოფელში ელექტრიკოსის შტატის აუცილებლობა.

_ 900-კომლიან სოფელს, ერთი ელექტრიკოსი არ სჭირდება? თქვით ახლა, აბდლები იყვნენ კომუნისტებიო. მოვკვდი კაცი მუქთად მუშაობით. რამდენი “იზოლენტა” დამიხარჯავს, ვინ მოთვლის. ახალგაზრდას კი ვერ ნახავ, ელექტრიკოსის პროფესია რომ ჰქონდეს. დაწერა ხალხმა განცხადება, მოითხოვეს სოფელში ელექტრიკოსი და გამგებელმა უთხრა, როგორ დაგაკმაყოფილოთ, მაგის შტატი არ არსებობს და ჩვენს ხელფასს ხომ არ გავყოფთო. ვიღაცამ ხომ უნდა იღონოს რაღაც?! ძველები მიდიან, ახლებმა არ იციან. დიდ სოფლებში განსაკუთრებით აუცილებელია ელექტრიკოსის შტატი. ვითომ ტყუილს ვამბობ? _ გვითხრა მან, თან დასძინა, ვინც ამ პროფესიას ფლობს, დასაქმებულიც დარჩება, მისთვისაც მადლია და 900 კომლისთვისაც, მინუს-პლიუსი რომ არ იცის ზოგმა და რაღაცას უჩხიკინებს, სანამ არ “წამარცხდებაო”.

ბადრი გოგეშვილი: “კომუნისტების დროს იყო
საჭირო ელექტრიკოსი და ახლა _ არა?!”

ცხემლისხიდის თემში შემავალ სოფელ ბაღდადში, სადაც 370 კომლი ცხოვრობს, ადგილობრივები უგაზობის გამო ბრაზობენ.

_ მაგისტრალი კი შემოიყვანეს სოფელში, მაგრამ ორი წელია, საშველი არ დაადგა ჩართვას. მარტო “ტრუბა” რად გვინდა? არ ვამბობ, რომ არ კეთდება საქმე. თუმცა, დაპირება უფრო მეტია, მერე კი არ ახსოვთ. ორი წლის წინ უნდა დასრულებულიყო გაზის შემოყვანა. ახლახან. არჩევნების წინაც შეგვპირდნენ. თუმცა უსაზღვროდ ჭიანურდება და ამიტომ ბაღდადის (ცხემლისხიდის თემი) მცხოვრებლები ძალიან გაღიზიანებული ვართ, _ გვითხრა ადგილობრივმა მცხოვრებმა დალი ძიძიშვილმა.

ქალბატონმა დალიმ ისაუბრა პანდემიის გამო შექმნილ დაბრკოლებებზე. რომ ზოგი კოვიდინფიცირებული არ იცავს რეგულაციებს, მაინც გადის ქუჩაში და ქმნის საფრთხეს:

_ განსაკუთრებით ბავშვები მეცოდებიან. კარგია, რომ ახლა ინტერნეტი შემოდის სოფელში. ხედავთ, გზები როგორაა გადათხრილი, მაგრამ ამას გავუძლებთ. თუმცა, ახლა, როცა სკოლები ონლაინ სწავლებაზეა, ბევრ ბავშვს ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე. ჩემთან მოდიან და სარგებლობენ “ვაიფაით”. რაც შემიძლია, ვეხმარები, მაგრამ, დამერწმუნეთ, თუ ასე გაგრძელდა, ხელთ უვიცი ბავშვები შეგვრჩება. მე არ ვამბობ, რომ პედაგოგები არ მუშაობენ. პირიქით, მაგრამ რა ქნან, თუ ქსელი სუსტია და კომუნიკაცია სათანადო დონეზე არ ხდება? _ გვითხრა მან.

მიუხედავად იმისა, რომ სანაგვე ყუთი იქვეა,
ცენტრში ყველგან ნაგავი ყრია

ცხემლისხიდელმა მევლუდ კალანდაძემ პრობლემად და “გვარის ამომგდებად”, უმუშევრობა და ამის გამო წარმოშობილი გაჭირვება მიიჩნია:

_ სამი ბიჭი რომ ჰყავს ოჯახს. სამივე დასაოჯახებელია და ერთი სახლის მეტი არ აქვთ, ვინ დაეხმარება? სამუშაო არაა. დრო არ იცდის. ჰოდა, ასე კი დეიქცა ოჯახი და “ამოვარდა გვარი”. დაეხმაროს სახელმწიფომ. თან ქვეყნის გაერთიანებაზე იფიქრონ, ისე კი არა, მიშამ რომ ჩააბარა ნახევარი საქართველო. ბიძინამ კიდე ასეთ ოჯახებსაც დაეხმაროს, ძმები რომ ერთ სახლში ცხოვრობენ _ ვიცი, რომ ქველმოქმედია და ასეთი ქველმოქმედებაც არ აწყენს. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, თუ მკითხავთ. აქამდე თურქეთში გარბოდნენ სამუშაოდ. ახლა პანდემია ზოგს სახლში მიარბენინებს გაურკვეველი დროით, ზოგს _ სასაფლაოზე, ყველას ჯვარი ეწეროს და... _ გვითხრა მან.

სოფელ ცხემლისხიდის მკვიდრი, 64 წლის მარტოხელა მამაკაცი, ნოდარ უნგიაძე, როგორც სოფელში გვითხრეს, ერთ-ერთი ყველაზე შეჭირვებული ადამიანია, რომელსაც სოციალური დახმარება მოუხსნეს.

_ ეს კაცი მარტოხელაა და თუ სადმე მადლი და სამართალია, ამას უნდა დაეხმარონ. უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა. გამგებელი, შოთა მახარაძე რომ არ ყოფილიყო, ნოდარ უნგიაძე მკვდარი იქნებოდა. სამი წილის წინ, პროსტატის ოპერაცია სასწრაფოდ გაუკეთეს. საავადმყოფო არ იღებდა, ფული არ აქვსო. ბატონმა შოთამ რაც მაშინ ირბინა… მერე ქუთაისში გადაიყვანა და ძლივს გამოკეთდა. შარშან ვიღაცამ შარში გახვია. სთხოვეს, თურქეთში მანქანა გადამაყვანინეო. საჭესთან დაჯდა, როგორც მძღოლი. იქ დაუფიქსირეს, რომ გადავიდა მანქანით და ამის გამო მოუხსნეს სოციალური დახმარება. შესაძლოა, კანონი რაღაცას ითვალისწინებს, მაგრამ, არაფერი არ უნდა იკითხო? დეტალებში არ უნდა გაერკვე? მარტოხელა, ავადმყოფი, უძლური… რა ქნას? _ გვითხრეს აქ.

ჩვენ თავად ნოდარ უნგიაძეს შევხვდით. კითხვაზე, როდის შეუწყვიტეს სოციალური დახმარება და თუ დაწერა განცხადება განმეორებით, ასეთი პასუხი გაგვცა:

_ შარშან შემიჩერეს. ერთი წელი უნდა გავიდეს, რომ კვლავ დავწერო განცხადება. თუმცა, რა ვიცი, მომცემენ? ადამიანს დავეხმარე მანქანის საზღვარზე გადაყვანაში. საჭესთან დაჯექიო… რა მექნა? ადამიანისთვის უარი მეთქვა იმაზე, რითაც დახმარება შემეძლო? რა ვიცოდი, ასეთ შარს თუ მომდებდნენ?! ჯანმრთელობა განახევრებული მაქვს, ვარ მარტოხელა, ჯერ პენსიაც არ მაქვს. 60 ძირი თხილი მაქვს, მეტი არაფერი. ჩალიანში მაქვს საყანე ფართობი, მაგრამ დიდი ხანია, არ დამითესავს. სადაა მაგის საშუალება? _ გვითხრა ნოდარ უნგიაძემ.

ცხემლისხიდში დიდი ხანია, პრობლემურია უჩხუბის უბნის სამკილომეტრიანი გზა, რომელიც თავიდან ბოლომდე დაზიანებულია. ახლა უჩხუბის მიმართულებით ინტერნეტის ხაზი გაჰყავთ და გზა ორმაგად დაზიანდა. მოსახლეობას დისკომფორტი აქვს გადათხრილი გზის გამო. ასევე ითხოვენ, რომ სამკილომეტრიანი გზის პროექტის გახორციელება დაჩქარდეს.

უჩხუბის უბანში სამკილომეტრიანი გზის მოწყობა
უმნიშვნელოვანესი საქმეა

ადგილობრივი მცხოვრებლები კმაყოფილებას გამოთქვამენ სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გახორციელებულ სამუშაოებზე.

_ ძალიან კარგია, რომ ეს პროექტი კვლავ ამოქმედდა. მილხიდების , სოფელში არსებული მრავალი ხიდის მოაჯირის, აღმართებზე ბეტონის საფარის დაგება, განსაკუთრებით სასაფლაოებთან, ნამდვილად სასიკეთო საქმეა, _ ამბობენ ისინი.

ოთხ ხიდზე მოაჯირები სოფლის პროგრამით გაკეთდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ცხემლისხიდში, შოთა მახარაძე არსებულ პრობლემებზე, რაც მოსახლეობისგან მოვისმინეთ, ვრცელ კომენტარს აკეთებს:

_ შაბათ-კვირასაც რომ სამუშაო დღე მაქვს და ყველა ეს პრობლემა ჩემთვის ცნობილია. ჯერ ბაღდადზე მოგახსენებთ. ცხემლისხიდის თემის ამ სოფელში გაზის შეყვანა დასრულებულია. ყველა ჭიშკართან მიყვანილია. უმთავრესი გაკეთებულია. პანდემიამ ყველგან შექმნა დაბრკოლება. ხომ კარგად იციან, რომ მალე ყველა ოჯახს ექნება? უკვე დაწყებული მაქვს განცხადებების მიღება.

რაც შეეხება უჩხუბის უბნის გზის ვრცელ მონაკვეთს, მართალია, სამკილომეტრიანი მონაკვეთი თავიდან ბოლომდე გასაკეთებელია, თუმცა, აქ ჯერ წყალგაყვანილობის მაგისტრალი უნდა გავიდეს. ეს არის 12-მილიონიანი პროექტი. ნოემბრის ბოლოს იქნება ტენდერი. სათავე ნაგებობა, კომუნისტების დროინდელ ლოკაციაზე უნდა გაკეთდეს. მოხდება ადრინდელი ნაგებობის რეაბილიტაცია. საუკეთესო წყალი მოდის აქ. ლამის, ქვესკნელი ამოაქვს. თან ისეთი ცივი და ანკარაა, ძნელად ნახავ უკეთესს. კომუნისტების დროს აქ უზარმაზარი სათავე ნაგებობა იყო. ვინმეს ჭკუა რომ ეხმარა და არ გაეცამტვერებინათ ამხელა კომპლექსი, რა გვიჭირდა? თუმცა, ეს უკვე წარსულია.

წყლის სათავე ნაგებობა კომუნისტებისდროინდელ
ლოკაციაზე უნდა განთავსდეს

ამ პროექტის დასრულების შემდეგ გაკეთდება გზა, რადგან, თუ წყლის გაყვანამდე ასფალტი დაიგო, მერე ხელახლა უნდა დაზიანდეს და ორმაგ ხარჯს რატომ გასწევს ვინმე? ყველგან ასე ხდება _ თუ წყალია გასაკეთებელი, ჯერ მიწისქვეშა სამუშაოები უნდა დასრულდეს, მილების ჩაყრით დაწყებული და მერე დაიგება ასფალტის საფარი… და ეს მალე იქნება.

უამრავი რამ გაკეთდა სოფლის მხარდამჭერი პროგრამით. დაიგო ბეტონის გზა სასაფლაოს მიმართულებით და ახლა მეორე სასაფლაოსთან კეთდება. სკოლის ეზოს კაპიტალური შეღობვა მოხდა და ასევე სოფელში ჩამომავალ მდინარე ნაბჟუარაზე, რომელიც ადიდებისას მდინარეს ჰგავს, ხუთ ადგილზე, ხიდებზე გაკეთდა მოაჯირები. მდინარე ბევრგან კვეთს სოფლის გზებს. უჩხუბის გზის მონაკვეთის გასაკეთებლად, ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქმის კურსშია. იყვნენ ჩამოსული. 600 ათასი ლარი უნდა გაიხარჯოს ამ მიმართულებით.

რაც შეეხება ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ მარტოხელა ნოდარ უნგიაძეს, რაც შემეძლო, ძალისხმევა არ დამიკლია, როცა ავად იყო. სოციალური დახმარება აბსურდული მიზეზით მოუხსნეს, თუმცა, ერთი წელი უნდა შესრულდეს შეწყვეტიდან, რომ კვლავ დაწეროს განცხადება. რა თქმა უნდა, დავაკვალიანებ, _ გვითხრა შოთა მახარაძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

„საკრებულოს თითოეული წევრი, გაცილებით მეტს აკეთებთ და მნიშვნელოვანია ამ ხარჯების შესაბამისი ანაზღაურება“

16:14; 17 იანვარი, 2026
საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

15:28; 17 იანვარი, 2026
საზოგადოება

„სახალხო მოამბე“ ამჯერად ოზურგეთს სტუმრობს

14:51; 17 იანვარი, 2026
საზოგადოება

მამაკაცი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ნახეს

12:32; 17 იანვარი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება 20 იანვრამდე საქართველოში

11:02; 17 იანვარი, 2026

"ნაპოლის" სტადიონს შეიძლება მარადონას სახელი მიენიჭოს

თაკო ჩარკვიანი: "ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ამ არჩევნებამდე საკუთარი პარტიების ლიკვიდირებას ვახდენთ"

ყველა სიახლე

სამართალი

ტრაგედია ჩოხატაურში _ “შვილის გარდაცვალების ამბავი რომ გაიგო, მამას გულმა დაარტყა”

20:50; 17.01.2026
პოლიტიკა

„მსოფლიოს მართავს არა საერთაშორისო სამართალი, არამედ რეალპოლიტიკა“

17:26; 17.01.2026
საზოგადოება

„საკრებულოს თითოეული წევრი, გაცილებით მეტს აკეთებთ და მნიშვნელოვანია ამ ხარჯების შესაბამისი ანაზღაურება“

16:14; 17.01.2026
საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

15:28; 17.01.2026
საზოგადოება

„სახალხო მოამბე“ ამჯერად ოზურგეთს სტუმრობს

14:51; 17.01.2026
ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
სამართალი

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრს, რომლებიც არასრულწლოვნებს აწამებდნენ, ბრალი წარედგინათ

13:12; 17.01.2026
საზოგადოება

მამაკაცი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ნახეს

12:32; 17.01.2026
სამართალი

ავარიას 17 წლის გოგო ემსხვერპლა

12:28; 17.01.2026
სამართალი

კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

12:23; 17.01.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს

12:09; 17.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება 20 იანვრამდე საქართველოში

11:02; 17.01.2026
ზაფრანი

ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშნები

10:59; 17.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების მთავარი ღირსებები

10:57; 17.01.2026
ზაფრანი

როგორი სიყვარულით გაჯილდოებენ ვარსკვლავები

10:53; 17.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო