კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ბიჭს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, პაპის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
მის გარდა დაკრძალვას დაახლოებით 30 ადამიანი ესწრებოდა.
,,სამწუხაროდ დადასტურდა ფაქტი,ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად დაკრძალვაზე დაახლოებით 30 პირი იმყოფებოდა, რომელთა იდენტიფიცირებაზე ამ წუთებში ვმუშაობთ, საქმეში ჩართულნი არიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები და სამართალდცველები,” – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.
წყარო: “speqtri”