ოფიციალური პარიზი გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტზე. ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა, კლემან ბონმა lorientlejour -თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კლემან ბონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთს დიდი ეჭვები აქვს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით.
„სანქციები უკვე მივიღეთ, შეიძლება სხვა სანქციების მიღებაც, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს საკმარისი არ არის. ვფიქრობ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ ვარიანტი ის ვარიანტია, რომლის განხილვაც აუცილებელია. ეს გერმანიის გადაწყვეტილებაა, რადგან ეს გაზსადენია, რომელიც გერმანიაზე გადის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ დიდი ეჭვები გვაქვს ამ პროექტთან დაკავშირებით“ – განაცხადა ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა
გამოცემა ,,lorientlejour“ ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვას, უჭერს თუ არა საფრანგეთის ხელისუფლება მხარს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტზე უარის თქმას, კლემან ბონმა უპასუხა, რომ „დიახ, მხარს უჭერს“.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი, ევროპაში რუსული გაზის მთლიანი ექსპორტის მეოთხედზე მეტი, რომლის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის.
„დიახ, მხარს უჭერს, საფრანგეთი, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტზე უარის თქმას.
ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კიდევ ერთი გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის „ტყუპისცალია“, რომელიც 2012 წლიდან ამოქმედდა. ორივე მილსადენი გათვლილია 55 მილიარდი კუბომეტრი გაზის მიწოდებაზე ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით. 55 მილიარდი კუბომეტრი – ეს არის ევროპაში რუსული გაზის მთლიანი ექსპორტის მეოთხედზე მეტი. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის. მასში მონაწილეობენ ევროპული ენერგეტიკული კომპანიებიც.“ – განაცხადა კლემან ბონმა