პარიზის პრეფექტურამ კარანტინის რეჟიმი გაამკაცრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
პარიზში, დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე გარეთ ფიზიკური აქტიურობა და ვარჯიში აიკრძალება.
ფიზიკური აქტიურობის შეზღუდვის რეჟიმი საფრანგეთის დედაქალაქში 8 აპრილს ამოქმედდება. პარიზის ხელისუფლების განმარტებით, დილის და საღამოს საათებში პარიზის ქუჩებში ხალხის ყველაზე ნაკლები ნაკადია.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, პარიზის მერია მოსახლეობას ორ მილიონამდე მრავალჯერადი გამოყენების პირბადეს დაურიგებს. ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში ანტიბაქტერიული გელების აპარატები დამონტაჟდება.