ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პარკირების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რომან გოგიტაურმა ანგარიშის წარმოდგენისას, ძირითადად იმ სიახლეზე ისაუბრა, რასაც „პარკომატი“ ჰქვია.
ეს ელექტრონული მოწყობილობა აღნიშნულ სამსახურში შექმნეს და ყუთი, რომელსაც „პარკომატი“ ჰქვია, საკრებულოს სხდომაზე წარმოადგინეს. დეპუტატებს კი აუხსნეს, რომ მას გაუკეთდება ბოძი და დააიდგმება იმ 250 ადგილზე, რომელიც პარკირებისთვის გააცნია აღნიშნულ სამსახურს.
_ ჯერ მხოლოდ ერთ ცენტრალურ ადგილზე, გურიიის ქუჩაზე, უნივერმაღ „იმედის“ წინ დავდგამთ. ავტოსადგომით ვინც ისარგებლებს, თანხას პარკომატში გადაიხდის. დღის ბოლოს კი ოპერატორი გაათავისუფლებს ამ ყუთს. ვფიქრობთ, რომ ეს სისტემა გაამართლებს და შემდეგ ვიმოქმედებთ რომ იმ 250 ადგილზეც განვათავსოთ, რომელიც პარკირების სამსახურს გააჩნია, – თქვა რომან გოგიტაურმა.
_მაგ მოწყობილობას ღია ცის ქვეშ წვიმის და თოვლის არ „ეშინია“?- იკითხა დეპუტატმა გელა ჩავლეშვილმა.
_არა, ყუთი დაცულია. ამაზე თავიდანვე ვიფიქრეთ, როცა ვაკეთებდით, _ უპასუხა გოგიტაურმა.
საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ იდეა მოიწონა, მოუწოდა დეპუტატებს, დადებითად შეეფასებინათ პარკირების სამსახურის ანგარიში და თავად ჩააგდო პარკომატში სიმბოლური თანხა.
„პარკომატს“ ნაციონალი დეპუტატების სახით მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ.
ვრცლად ამის და ასევე ახალი სისტემის შესახებ, რომელიც იმიტომ შეიქმნა,რომ მომსახურებისას გადახდილი თანხების მოძრაობა იყოს გამჭვირვალე, საგაზეთო სტატიაში გიამბობთ.