ამ წუთებში, თბილისში, სასტუმრო “რედიონ ბლუ ივერიაში” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშს საზოგადოებას, კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია წარუდგენს. ბესელია კომიტეტის სტატეგიის და სამოქმედო გეგმის ფარგლებში გახორციელებულ აქტივობებს განიხილავს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი წელი იყო კომიტეტის საქმიანობაში.
“დღეს საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენი საქმიანობის ერთი წლის ანგარიშს. გავაცნობთ საკანონმდებლო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, საანგარიშო პერიოდში ინიცირებული და მიღებულ კანონპროექტებს, ასევე, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში გახორციელებულ სამუშაოების ანალიზს. საზოგადოებას გავაცნობთ, ჩვენ მიერ მიღწეულ წარმატებებს”, _ განაცხადა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ანგარიშის წარდგენას. პრეზენტაციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.