პარლამენტის შენობის წინ, ამ დროისთვის ხმაურია. რუსთაველზე სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს. ისინი პარლამენტის უკანა შესასვლელიდან შენობის წინამდებარე ტერიტორიისკენ დაიძრნენ და კარვის გადატანას პარლამენტის შენობის წინ აპირებდნენ, მაგრამ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია გიორგი მუმლაძე და რამდენიმე აქტივისტი. ერთერთი მათგანი დაკავებისას შეუძლოდ გახდა.
“რუსთაველის გამზირს დღემდე არ ახსოვს, აქ კარვის გაშლა პრობლემა ყოფილიყო”, – ამბობს ერთერთი აქტივისტი, ხოლო გიორგი მუმლაძემ, დაკავებამდე იქ შეკრებილ პოლიციელებს წაუკითხა ამონარიდი “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” საქართველოს კანონიდან.
ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველთა რაზმებია მობილიზებული.
წყარო: მთავარიტვ