პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს მიმართავს, რიგგარეშე სხდომა 26 ივლისს დაინიშნოს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც თავმჯდომარე აცხადებს, პარლამენტს აქვს დარჩენილი რიგი საკითხები, რომლებიც უნდა იქნას განხილული, მათ შორის საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“; საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; საქართველოს კანონის პროექტი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ა.შ. ირაკლი კობახციძის თქმით, ის პრეზიდენტს დღესვე მიმართავს.
ჯერჯერობით, უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი.