ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში” მომხდარი ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა.
გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პარლამენტის, თბილისის და ქუთაისის სასახლეებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
შეგახსენებთ, რომ “ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აქედან 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.
ამავე თემაზე: “ლეო გრანდში” დაღუპულის მამა: 5 ადამიანი გადაარჩინა და თავად ვეღარ მოახერხა გამოსვლა
ვინ იყო ჩოხატაურელი ახალგაზრდა, რომელიც “ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა