რიგგარეშე სესიის პლენერუნ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრებმა 6 წლის ვადით “სემეკის” წევრებად დავით ნარმანიას კანდიდატურა დაამტკიცა.
დავით ნარმანიას სამუშაო გამოცდილება
1999–2001 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში.
2001–2003 წლებში მუშაობდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლებისა და ფინანსთა სამინისტროებში.
2003–2004 წლებში იყო “საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტის” საგადასახადო-საბიუჯეტო პროგრამის კოორდინატორი.
2004–2005 წლებში მუშაობდა კომპანია “ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფში” გენერალურ დირექტორად.
2005–2006 წლებში მუშაობდა “პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრში”;
2008–2009 წლებში იყო “საკონსულტაციო-ანალიტიკური ტრენინგ-ცენტრის” კვლევითი განყოფილების უფროსი.
2009 წლიდან მუშაობდა “კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის” აღმასრულებელ დირექტორად.
2012 წლის 25 ოქტომბრიდან არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.
2013 წლის ნოემბრისთვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერის არჩევნებზე ქართული ოცნების კანდიდატი დავით ნარმანია იქნებოდა. მან მინისტრის პოსტი დატოვა 2014 წლის 14 აპრილს.
2014 წლის 12 ივლისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში არჩეულ იქნა თბილისის მერად.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე იყო თბილისის მერი.
არის 24 სამეცნიერო და პოპულარული ნაშრომის ავტორი და 34 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი.
სხვადასხვა დროს იყო არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, ამერიკის განვითარების ინსტიტუტის, მსოფლიო ბანკისა და სხვა ორგანიზაციების ექსპერტი.
ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ,,სემეკის“ წევრად დავით ნარმანიასთან ერთად, გოჩა შონიას კანდიდატურაც დაამტკიცა. 86 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ.