საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურნეო საბჭოს ვაკანტურ თანამდებობაზე ზაზა შათირიშვილის კანდიდატურა 103 ხმით დაამტკიცა.
რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს:
ია მამალაძე: 74 მომხრე, 4 წინააღმდეგი.
მალხაზ ასლამაზაშვილ: 16 მომხრე, 7 წინააღმდეგი.
,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონისა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად, უმრავლესობამ საკუთარი კვოტით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ზაზა შათირიშვილის, ია მამალაძის და მალხაზ ასლამაზაშვილის კანდიდატურები წარადგინა.
უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების კვოტით წარდგენილია ნინია კაკაბაძე. აჭარის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად პარლამენტს ბესიკ ლილუაშვილის კანდიდატურა შესთავაზა.