ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავის აღსანიშნავად მეორე მსოფლიო ომის ლანჩხუთელმა მონაწილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ჩიბათში გვირგვინით შეამკეს შინმოუსვლელთა მემორიალი, ხოლო შემდეგ ქალაქის ცენტრში მდებარე სტალინის ბიუსტთან შეიკრიბნენ.
ამის შემდეგ კი ვეტერანებმა სამუსიკო სკოლის შენობაში გადაინაცვლეს მათ პატივსაცემად გამართულ კონცერტზე დასასწრებად. დღის ბოლოს კი ომის მონაწილეებისთვის საზეიმო ვახშამია დაგეგმილი.
ლანჩხუთში მეორე მსოფლიო ომის სულ 12 ვეტერანი ცხოვრობს, რომელთაც ცხრა მაისის თარიღთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტისგან საჩუქრად 200-200 ლარი გადაეცათ, ასევე, სახელმწიფოსგან ერთჯერადი პრემიის სახით 600 ლარი დაერიცხათ ანგარიშზე.