მსოფლიო ალპინიზმის ისტორიაში პირველად, ამერიკის კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი აკონკაგუა 9 წლის ამერიკელმა ბიჭუნამ, ტაილერ არმსტრონგმა დაიპყრო.
6 928 მ სიმაღლის მწვერვალზე ასვლით მან მოხსნა 2008 წელს დამყარებული 10 წლის მეთიუ მონიცის რეკორდი.
ტაილერი მწვერვალზე მამასთან ერთად ავიდა, მათ მხოლოდ ტიბეტელი გამყოლი ახლდათ.
აკონკაგუა ურთულესი მწვერვალია, რომლის დაპყრობის მცდელობისას ათობით ალპინისტი დაიღუპა.
არგენტინაში მოქმედი კანონით, 14 წელზე უმცროსებს მწვერვალებზე ასვლა ეკრძალებათ, ამიტომ არმსტრონგებს არგენტინელი მოსამართლისგან ნებართვის აღება დასჭირდათ.
“ყოველ ბავშვს შეუძლია იგივე გააკეთოს. ოღონდ აუცილებელია მიზანი დაისახო”, _ ამბობდა პატარა რეკორდსმენი.