“პატრიოტთა ალიანსის” ჩოხატაურის მერობის კანდიდატის მაია კუტუბიძის ინფორმაციით, პარტია საბოლოდ ჯერ არც სიაზე ჩამოყალიბებულა და არც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე.
ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ პარტიული სიის პირველი ნომერი მაია კუტუბიძე იქნება, ხოლო მეორე ნომერი _ ირაკლი ახობაძე.
რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს _ “პატრიატთა ალიანსი” დაბაში ვახტანგ გაჩეჩილაძეს წარადგენს; გოგოლესუბანში _ ნაზი თოხაძეს; კოხნარში _ გოდერძი გოგიშვილს;
ქვენობანი-ბუკნარი-ბასილეთის საარჩევნო ოლქში “პატრიოტების კანდიდატი” ვახტანგ კოტრიკაძე იქნება.
ზემო სურებში _ რომან ჯულაყიძე; შუა ამაღლებაში _ ნანა დოლიძე; ხიდისთავში_ ბესო ქერქაძე; გუთურში _ როლანდ სიხარულიძე.
ბუკისციხე-იანეულის თემში “პატრიოტთა ალიანსიდან” მაჟორიტარობისთვის კოტე სიხარულიძე იბრძოლებს, რომელიც დამოუკიდებელ კანდიდატად იყო დარეგისტრირებული, თუმცა, როგორც მაია კუტუბიძემ გვითხრა, კანდიდატურა მოხსნა და საარჩევნო მარათონში მათი სახელით ჩაებმება.
_ ყველა სოფელში ჯერ არ გვყავს კანდიდატები, რადგან ადამიანებზე მიმდინარეობს ზეწოლა. ჯერ გვთანმხდებიან, თუმცა, მერე უარს ამბობენ, რადგან ზოგს სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან, ზოგს დასაქმებას პირდებიან, _ აღნიშნა კუტუბიძემ, რომლის თქმით ამ ყველაფრის დამადასტურებელი ფაქტები ჯერ არ გააჩნია, რადგან მათ შერჩეულ კანდიდატებთან “მოსალაპარაკებლად” ახლობლები მიდიან და შესაბამისად, ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი არავის სურს.