“რუსთავში კორონავირუსით 29 მამაკაკაცი გარდაიცვალა”, _ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
ახალგაზრდა პაციენტი მკურნალობის კურსს კლინიკა “რუსთავის” რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.
როგორც “ინფო რუსთავს” კლინიკაში განუცხადეს, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა, თუმცა, სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ ახალგაზრდა საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს.
მათივე ინფორმაციით, პაციენტს სრულად ჰქონდა დაზიანებული ფილტვი და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ მოახერხეს.
29 წლის კოვიდინფიცირებული კლინიკა “რუსთავში” 10 დეკემბერს შეიყვანეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა რუსთავის მკვიდრია.