,,პრეზერვატირების დეფიციტი არ იქნება, 3.5 მილიონი მაქვს” – ამის შესახებ ინგლისური ნიუკასლის, ყოფილი კოლუმბიელი ფეხბურთელი ფაუსტინო ასპრილია ,,ტვიტერის” გვერდზე წერს.
კორონავირუსის გამო, მსოფლიო პრეზერვატივების დეფიციტის ზღვარზეა. Covid 19-ის გავრცელების შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვები სხვადასხვა ქვეყანაში უმსხვილეს მწარმოებლებსაც შეეხო.
მალაიზიური კომპანია Karex Bhd-ის სამი საწარმო, რომლებიც მსოფლიოს პრეზერვატივების 20 %-ს აწარმოებენ, ერთი კვირის განმავლობაში არ მუშაობდნენ და გეგმას 100 მილიონი პრეზერვატივით ჩამორჩნენ.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა Reuters-თან საუბრისას განაცხადა, რომ სულ მალე მთელი მსოფლიოს მასშტაბით პრეზერვატივების დეფიციტი იქნება, თუმცა „ნიუკასლის“ ყოფილი ფეხბურთელი და პრეზერვატირების მწარმოებელი კოპანიის ,,ტინოს” დამფუძნებელი ფაუსტინო ასპრილია ამბობს, რომ სანერვიულო არაფერია.
,,მარაგში 3.5 მილიონი პრეზერვატივი მაქვს. მზად ვარ გლობალური დეფიციტის დამარცხებაში ჩემი წვლილი შევიტანო და მომხმარებელს აქციას ვთავაზობ, „ორი ერთის ნაცვლად. სანერვიულო არაფერია“,_ წერს ასპრილია ,,ტვიტერის” გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ასპრილიამ საფეხბურთო კარიერა 2004 წელს დაასრულა და რამდენიმე წლის შემდეგ, პრეზერვატივების, „ტინოს“ წარმოება დაიწყო.