„კარგია ოკუპაციის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქიები, მაგრამ ჩვენი ამოცანაა ამერიკელებთან ერთად შევიმუშავოთ რუსეთის შეკავების პრევენციული პოლიტიკა“, _ ამ განცხადებას პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შეფასებისას აკეთებს.
„მოსაზრებები პენსის ნავიზიტარს:
1. პენსის ვიზიტის ტრაექტორიამ – ესტონეთი; მონტენეგრო, როგორც ნატოს ყველაზე ახალი წევრი, სადაც რუსეთი სახელმწიფო გადატრიალებასაც კი ეცადა, ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების ჩასაშლელად და პრორუსი მთავრობის მოსაყვანად; და საქართველო – ფაქტობრივად, მოხაზა აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის ინტერესთა საზღვრები;
2. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ სანქციების ახალი პაკეტი რუსეთს საქართველოში მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის გამოც უწესდება;
3. აგრეთვე, მაიკ პენსმა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, წინამორბედის გაურკვეველი პოლიტიკისგან განსხვავებით, სადაც გაავლებს წითელ ხაზებს, ამ წითელი ხაზების გადაკვეთის უფლებას არავის მისცემს და ერთ-ერთი წითელი ხაზი, რუსეთისთვის სწორედ საქართველოა;
4. პენსმა გადმოგვცა, ტრამპმა დამაბარა – ამერიკა თქვენს გევრდით არის თქვენი თავისუფლების და ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის ბრძოლაშიო. ანუ თქვენც უნდა იბრძოლოთ საერთო ღირებულებებისთვის ე.ი. დემოკრატიის, სამართლიანი არჩევნების, მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვისო. სხვანაირად არ გამოვაო
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი: როგორ უნდა გამოიყენოს საქართველომ ამერიკის ინტერესის ასეთი თვალსაჩინო ზრდა საქართველოს მიმართ?!
კარგია ოკუპაციის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქიები, მაგრამ ჩვენი ამოცანაა ამერიკელებთან ერთად შევიმუშავოთ რუსეთის შეკავების პრევენციული პოლიტიკა. ამისთვის კი საჭიროა ჩამოვაყალიბოთ რუსეთისგან მოსალოდენლი რისკებისა და საფრთხეების ნუსხა და ამერიკელებმა გასაგებად აგვიხსნან ჩვენც და რუსეთსაც, რა კონკრეტული მექანიზმები ჩაირთვება რუსეთის მიმართ საქართველოს წინააღმდეგ ამა თუ იმ ტიპის აგრესიის თუ ჰიბრიდული ომის შემდგომი წარმოების შემთხვევაში. ასეა ეს, როცა რეალურ მხარდაჭერაზეა საუბარი“, _ წერს ლაგაზიძე სოციალურ ქსელში.