პერუს ყოფილი პრეზიდენტი, ოლანტა ჰუმალა ფულის გათეთრების ბრალდებით დააპატიმრეს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მას გამოძიების დასრულებამდე 18 თვით პატიმრობა ემუქრება.
მაუწყებლის ინფორმაციით, მოსამართლე პროკურორს დაეთანხმა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ, რომელიც ასევე პატიმრობაში იმყოფება, შესაძლოა ქვეყნის ტერიტორია დატოვონ ან მათ ირგვლივ მიმდინარე გამოძიებაში ჩაერიონ.
როგორც ცნობილია, ჰუმალა ბრალდებას უარყოფს.
„ჩვენ პასპორტები ადვოკატებს საკუტარი სურვილით გადავეცით, მაგრამ პროკურორი ყველა ჩვენს ქმედებას უპირისპირდება. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი მოწამლულია“,_აღნიშნული განცხადება ჰუმალამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გააკეთა და მიღებულ გადაწყვეტილებას „ძალაუფლების ბოროტად გამოყენება“ უწოდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლოს შენობის გარეთ საპროტესტო აქცია მოჰყვა.