ზოგჯერ უყურებთ მხატვრულ ფილმს და გეჩვენებათ, რომ ის თქვენზეა გადაღებული.
ვერძი – “მოკალი ბილი“
სასტიკი ფილმი ვერძებზე. მასაც შეუძლია ნაწლავები გადმოაყრევინის ნებისმიერს, ვინც მისი საკუთრების მითვისებას შეეცდება.
კურო – “მსუბუქი ყოფაქცევა“
გაწონასწორებული კურო ცდილობს ყველაფერში საუკეთესო იყოს. ბევრს ითმენს მერე კი უკანმოუხედავად მიდის.
ტყუპი – “ვიკი კრისტინა ბარსელონა“
ტყუპი სხვადასხვა როლს ირგებს. მას ერთფეროვნება ღლის.
კირჩხიბი – “ბორტს მიღმა“
უკვდავი საოჯახო კომედია კირჩხიბებზე. მზრუნველი დედა, რომელიც მილიონებს შვილიშვილებსაც შეუნახავს.
ლომი – “სექსი დიდ ქალაქში“
“მომწონს, როცა მამაკაცები აღიარებენ, რომ მათზე ჭკვიანი ვარ, რადგან სინამდვილეშიც ასეა”. ლომი ქალი უნიკალური, ყველაზე და ყველაფერში საუკეთესო.
ქალწული – “ტურისტი“
მთელი ცხოვრება გაწერილი აქვს. უცხო ენას თუ სწავლობს ყველა დიალექტის გათვალისწინებით და ამასთანავე, შავი ქამრის მფლობელიცაა.
სასწორი – “ეშმაკს აცვია პრადა“
არ უყვართ მელანქოლია და უჭირთ არჩევანის გაკეთება. განსაკუთრებით, თუ მკაცრი თხის რქა ჰკარნახობთ წესებს, ყველაფერს უკუღმა გააკეთებენ.
მორიელი – “ძირითადი ინსტინქტი“
სკანდალური ეროტიკული თრილერის გმირია. ნუ ეცდებით მათი გამოცანის ამოხსნას, მათ გადაკეთებას.
მშვილდოსანი – “ჩარლის ანგელოზები“
თავისუფლად შეუძლია ვიღაცის ცხოვრება ააფეთქოს, მერე კი შეიცხადებს, ეს რა მოგსვლიაო.
თხის რქა – “მატრიცა“
მან კაცობრიობა უნდა გადაარჩინოს, მის გარდა სხვა ვერ შეძლებს. ერთხელ არჩეული გზიდან არადროს გადაუხვევს.
ვერძი – “შოკოლადი“
იცის რას აკეთებს, მას უამრავი რჩევის მომლოდინე დაჰყვება უკან, მის გვერდით ყველა უშიშარი ხდება.
თევზები – “დრაკულა“
მორჩილად ელოდება, ვინ გაიმარჯვებს სისხლისმღვრელ ბრძოლაში, რათა მას აჩუქოს თავისი გული.