გენიალური ესპანელი მხატვრის – პაბლო პიკასოს გარდაცვალების შემდეგ, მისი ნახატები არაერთხელ გამხდარა სასამართლო თუ, პირადი გარჩევების საგანი. პიკასოს ნათესავები გამუდმებით უჩიოდნენ სხვადასხვა ადამიანებს და მხატვრის ნახატების მითვისებაში ადანაშაულებდნენ.
ასეთი ტიპის “გარჩევებში“. პიკასოს ვაჟიშვილი – კლოს პიკასოც ჩაება. კლოდი მამამისის ბინაში გარკვეული დროში მანძილზე მომუშავე, ამჟამად უკვე მოხუც ელექტროშემკეთებელს მამამისის ნახატების მოპარვაში ადანაშაულებს და როგორც ირწმუნება, ელექტრიკოსმა დაახლოებით 60 მილიონი ევროს ღირებულების ნახატები მოიპარა. კლოდ პიკასო იმდენად არის დარწმუნებული ხელოსნის ბრალეულობაში, რომ მან სასამართლოსაც მიმართა და იმედი აქვს, რომ ოჯახის კუთვნილი ნახატების რაღაც ნაწილს მაინც დაიბრუნებს.
დაკარგული ნახატების არსებობის შეასხებ, კლოდ პიკასომ მას შემდეგ შეიტყო როდესაც მას ფრანგმა ხანდაზმულმა ქალმა თხოვნით მიმართა, რათა გაერკვია, ნამდვილად ეკუთვნოდა თუა არა მხატვარს ხელოვნების ნაწარმოებები. ფრანგი ქალბატონი ყოფილი ელეტქრიკოსის მეულე აღმოჩნდა.
ყოფილი ელექტრიკოსის – პიერ ლე გენეკის განმარტებით, ყველა შედევრი მას თავად პაბლო პიკასომ აჩუქა. მაგრამ კლოდ პიკასომ ეს განმარტება არ დაიჯერა და განაცხადა, რომ მამამისი იმ ნახატებს არასდროს გააჩუქებდა, რომელთა შექმნასაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა.
ფრანგული მედიის ცნობით, პიკასოს ნახატები 1900-1932 წლებით თარიღდება, ნაწარმოებებს შორისაა კუბიზმის სტილიში შერულებული კოლაჟები, აკვარელითა და გუაშით შექმნილი ნამუშევრები, ლიტოგრაფიები და პიკასოს პირველი მეუღლის, ოლგას პორტრეტები.
ავტორი