დღეიდან ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის სუპერმარკეტებში პური გაიყიდება, რომელშიც გამომშრალ მწერებს ამატებენ, _ აღნიშნულის შესახებ ფინური გაზეთი Helsingin Sanomat-ი წერს.
ამ პროდუქციას კომპანია Fazer-ი აწარმოებს. როგორც კომპანიაში განაცხადეს, ერთი პურის დამზადებისთვის, დაახლოებით, 70 ჭრიჭინაა საჭირო. გამომშრალ მწერებს პურის ფქვილში ამატებენ. მათი რაოდენობა მზა პროდუქტის 3%-ს შეადგენს. ერთი ასეთი პური, დაახლოებით, 4 ევრო ღირს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯერჯერობით, ფინეთის პურის საცხობების დიდი ნაწილის ჭრიჭინებით მომარაგება შეუძლებელია, თუმცა, დროთა განმავლობაში ეს პრობლემა მოგვარდება.