პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ისევ ვრცელდება. იუთუბზე ორი კვირაა კანონით დასჯადი ვიდეო ატვირთულია და მისი ნახვა ყველას შეუძლია.
ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ ვის ეხება კადრები, რადგან მისი მოძიება ძალიან ადვილადაა შესაძლებელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია აქვთ:
“სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეკადრების გავრცელების შესახებ შსს-სთვის ცნობილია და სამინისტრო, მისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას ახდენს აღნიშნულზე” _ გვითხრეს უწყებაში.
კითხვაზე, რატომ არ ბლოკავენ ვიდეოს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ამ საკითხზე მუშაობენ.