ლანჩხუთში, სოფელ ჯურუყვეთში, 60 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
,,ერთი მშრომელი კაცი იყო, რომელმაც ასეთი განაჩენი გამოუტანა თავის თავს. სანადირო თოფით მოიკლა თავი, პირდაპირ გულში აქვს ნასროლი. სულ.სისხლით იყო ყველაფერი მოსვრილი. ჩემი მეზობელი, ოჯახის წევრი კაცი იყო ის და გული მტკივა მომხდარის გამო“, _ ამბობს სოფლის მაჟორიტარი სპარტაკ კვაჭაძე.