კომპიუტერის გამოგონების შემდეგ გაჩნდა კომპიუტერული თამაშების გამოგონების იდეა.
პირველი ასეთი თამაში „ტიკ-ტაკ-ტოუ“ იყო, რომელსაც იქსით და ნულით თამაშობდნენ. 1958 წელს იულიამ ჰიგინბოტამმა შექმნა „ჩოგბურთი ორისთვის“, საიდანაც დაიწყო თამაშების ისტორია.
1962 წელს გამოვიდა „კოსმოსური ომი“, მოგვიანებით კი „ჩეზეზი“, რომელსაც ორი ადამიანი თამაშობდა.
პირველი სათამაშო კომპიუტერი, რომელიც ტელევიზორს უერთდებოდა „ოდისეა“ იყო, იგი 1972 წელს შეიქმნა.
დღესდღეობით უამრავი თამაში არსებობს და კომპიუტერებიც მუდმივად ახლდება. თამაშების გრაფიკაც შეიცვალა. თავიდან მხოლოდ შავ-თეთრი თამაშები არსებობდა, დღეს კი 3D ფორმატი და უამრავი სპეცეფექტებია გამოგონილი.