ხანძარს ებრძვიან ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროის ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 10 ჰა-მდე ფართობი.
იწვის ფოთლოვანი ტყის საფარი.
ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური _ 220 მეხანძრე-მაშველი და 12 სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა.
პირველ ფოტომასალას ხანძრის ეპიცენტრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.