18 თებერვალს, დილით, საუდის არაბეთში, ქალაქ ერ-რიადში რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. მხარეები განიხილავენ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის მზადებას და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მომზადებას.
აღსანიშნავია, რომ ერ-რიადში არ მონაწილეობენ არც უკრაინის და ევროპის არც ერთი ქვეყნის დელეგაცია.
საინფორმაციო სააგენტო meduza.io ავრცელებს პირველ ვიდეოკადრებს ამ მოლაპარაკებიდან.