ფიზიკური დაპირისპირება თბილისის მერიასთან. დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მიმდინარეობს. აქტივისტები მერიის შენობაში შესვლას ცდილობენ. ამ წუთებში მერიის ყველა შესასვლელს საპატრულო პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აკნოტროლებენ.
ულოტიმატუმის ვადა ცოტა ხნის წინ ამოიწურა, რომელიც აქციის მონაწილეებმა მერიას წაუყენეს. დავით ნარმანიასთან შეხვედრას საკრებულოს და პარლამენტის დეპუტატები ითხოვდნენ, თუმცა ამ ულტიმატუმზე მათ არავინ გამოხმურებია. მათი მოთხოვნა საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელიც ყოფილი პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის ქალაქის ცენტრში. მიწების გადაცემას გულისხმობს
ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა დავით ნარმანიას მოქალაქეებთან შეხვედრა და კითხვებზე პასუხის გაცემა მოსთხოვეს.
ოპოზიციური პარტია მხარდამჭერებთან ერთად საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.
გასულ კვირას საკრებულოს სხდომაზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე იმსჯელეს. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 5 000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე.