ეგზოპლანეტა „ფორმალგაუტ ბ-მ“ არაერთხელ მიიპყრო ასტრონომთა ყურადღება. როგორც პლანეტა, პირველად ის 2008 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ, შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ფორმალგაუტი მტვრის ღრუბელია.
„Hublle“-ის ბოლო ფოტოებმა მეცნიერები დაარწმუნა, რომ პირველი ჰიპოთეზა სწორი იყო. სწორედ იმის გამო, რომ მკვლევრები უკვე „დამარხულ“ თეორიას მიუბრუნდნენ, ამ ციურმა სხეულმა „პლანეტა-ზომბის“ სახელწოდება მიიღო.
ძნელია, “ფორმალგაუტს” ერთგვაროვანი ციური სხეული უწოდო. ის უჩვეულო ელიპტიკური ტრაექტორიით მოძრაობს, რაც კომეტას უფრო შეეფერება. სწორედ, ეს უცნაური ტრაექტორია აძლევს მკვლევრებს საბაბს, ივარაუდონ, რომ ის „გამოგდებულია“. ასეა თუ ისე, პლანეტამ არასახარბიელო ორბიტა აირჩია და „დაღუპვისკენ მიემართება“.
ახალგაზრდა ვარსკვლავ “ფორმალგაუტზე” დაკვირვება უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, დაახლოებით აღვადგინოთ, როგორ ვითარდებოდა ჩვენი მზის სისტემა მილიარდი წლის წინ. კერძოდ კი, ასტრონომები აკვირდებიან და აფიქსირებენ, როგორ „იხატება“ ფორმალგაუტის სისტემის პლანეტური სტრუქტურა.