ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში პოეტ მარიამ ბაქანიძესთან შეხვედრა გაიმართა. პოეტმა საღამოზე თავისი ლექსები წაიკითხა, საღამო გურული იუმორით იყო გაჯერებული, მარიამმა ლექსებთან ერთად, პროზაული ჩანაწერებიც შესთავაზა მაყურებელს.
მარიამის ლექსებში პატრიოტული ლირიკა სჭარბობს, თავის მხარეზე უზომოდ შეყვარებული პოეტის შემოქმედებაში ხშირად გურიის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული იგრძნობა.
მის შემოქმედებაში უხვადაა გურულ დიალექტზე დაწერილი ლექსები, რაც განსაკუთრებულად სასიამოვნო ჟღერადობით გამოირჩევა.
მარიამის შეხვედრა პირველი გახლდათ მის მშობლიურ გურიაში. ოზურგეთელი პოეტი ამჟამად დედაქალაქში ცხოვრობს.