საკანში გატარებული 5 წლის შემდეგ ბაჩო ახალაიამ პირველი სატელევიზიო კომენტარი კურიერთან გააკეთა.
ჟურნალისტის კითხვაზე _ რა მოლოდინი აქვს ახალაიას, რა გადაწყვეტილება მიიღებს ევროსასამართლო და იქნება თუ არა ის ყოფილი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც ევრო სასამართლო პოლიტპატიმრად აღიარებს?
„დიდი მოლოდინი მაქვს სამართლიანობის, იმიტომ, რომ პოლიტიკა ამ საქმეში განუზომლად მეტია, ვიდრე ნებისმიერ სხვაში.
თავად ახალაია თავს პოლიტიკურ პატიმრად თვლის და ამბობს, რომ მისი ციხეში ყოფნის სხვა მიზეზი არ არსებობს.
„სხვა მიზეზი ჩემი ციხეში ყოფნის არ არსებობს. სხვა კონკრეტული რამის გამო არ ვზივარ ციხეში.“, _ თქვა ახალაიამ.
ამავე თემაზე: