IRI-ის გამოკითხვით, რესპონდენტთა უმეტესობა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ დადებითადაა განწყობილი. ქვეყნის პირველი პირი გამოკითხულთა 67%-ს მოსწონს.
მეორე ადგილზეა დავით სერგეენკო, ხოლო მესამე ადგილზე გიორგი კვირიკაშვილი.
მეოთხე-მეხუთე ადგილი დავით ბაქარაძემ და დავით უსუფაშვილმა გაინაწილეს; მეექსვე ადგილზეა შალვა ნათელაშვილი, მეშვიდეზე კახი კალაძე, ხოლო მერვეზე თეა წულუკიანი.
IRI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 1 501 მოქალაქე გამოიკითხა.
კვლევის საშუალო ცდომილება 2,5%-ია.
































































