ნეონაცისტური მოძრაობა “ეროვნული ერთობის” წევრებს, რომლებსაც რუსთაველზე “მოძრაობა თეთრი ხმაურის” კონტრაქციის გამართვა სურდათ, პოლიცია პარლამენტთან არ უშვებს, ისინი გია ჭანტურიას ქუჩაზე არიან, სამართალმდაცველებს კი გზა გადაკეტილი აქვთ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
„დიდება ერს, სიკვდილი მტერს“,-ამ ლოზუნგით გეგმავდნენ კონტრაქციის გამართვას რუსთაველის გამზირზე.
თეთრ ხმაურის მოძრაობის ორგანიზებით, თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა და ამ წუთებშიც იმართება, რომელიც კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.
ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.