ფოტო, რომელიც ასახავს თუ როგორ დგას პოლიციის მანქანა შშმ პირებისათვის გამოყოფილ პარკირების ადგილზე, ოზურგეთშია გადაღებული.
“ჩვენს ქალაქში გამოიყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მანქანის გასაჩერებელი ადგილები, რომელსაც შესაბამისი აბრაც აქვს, მაგრამ ხშირად დაკავებულია. სამწუხაროდ, ჩვენი სამართალდამცავები ხშირად არღვევენ ჩვენს უფლებებს”, _ წერს სოციალურ ქსელში საქველმოქმედო ასოციაცია “გურიას“ ბენეფიციარი თამუნა ლურსმანაშვილი.