პოლონურმა ანტიმონოპოლიურმა რეგულატორმა UOKIK-მა, რუსული ,,გაზპრომი“ გაზსადენი Nord Stream 2-ის საქმეში თანამშრომლობაზე უარის გამო 213 მილიონი ზლოტით (57 მილიონი აშშ დოლარი) დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას newkaliningrad – ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, რეგულატორი აცხადებს, რომ საქმე ეხება, გაზსადენის მშენებლობის რეგულატორის თანხმობის გარეშე დაფინანსებას.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით UOKiK-მა ბრალდებები 6 კომპანიას: Gazprom-ს, Engie Energy-ს, Uniper-ს, OMV-ს, Shell-სა და Wintershall-ს წაუყენა.
,,შარშან Gazprom-სგან საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მოვითხოვეთ, მაგრამ კომპანიამ უარი თქვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებაზე. ჩვენი აზრით, ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომლის მიზანი მიმდინარე გამოძიებისთვის ხელის შეშლა იყო“, _ წერია რეგულატორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ოფიციალური ვარშავა მიიჩნევს, რომ Nord Stream 2-ი ევროპის ენერგეტიკას საფრთხეს უქმნის და აცხადებს, რომ პროექტი Gazprom-ის ბაზარზე დომინირებას შეუწყობს ხელს.