არქიტექტურული საიტ ARCHDAILY-ს ობიექტივში საბჭოთა არქიტექტურული მემკვიდრეობის ის ძეგლები მოხვდა, რომლებიც საქართველოშია განთავსებული.
„გურია ნიუსი“ საიტზე გამოქვეყნებული იმ ინფორმაციის თარგმანს გთავაზობთ, რომელსაც თან ფოტოგრაფების რობერტო კონტის და სტეფანო პერეგოს გადაღებული ფოტოები ერთვის.
საქართველოს წარსული არეულობით და იდენტობისთვის ბრძოლით განისაზღვრება. საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკა ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც იოსებ სტალინის სამშობლო.
ქვეყანაში შემორჩენილი ადრე აშენებული არქიტექტურული ძეგლები საქართველოს წარსულსა და აწმყოს ასახავს.
მაუწყებლის ინფორმაციით, 1-ლი საუკუნით დათარიღებული საქართველოს დედაქალაქი, თბილისი, ევრაზიის კონტინენტის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილების დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო ჯერ კიდევ დიდი აბრეშუმის გზამდე.
გარდა ამისა, ის რეგიონში ქრისტიანული დასახლება იყო და ამიტომ თბილისს მონღოლეთი, სპარსეთი და ოსმალეთის იმპერია თავს არაერთხელ დაესხნენ.
რის გამოც, მე-18 საუკუნის მიწურულს დედაქალაქი ნანგრევებად იყო ქცეული.
1921 წელს რუსეთი ჩაერია, გაწყვიტა ისლამური სახელმწიფოების კავშირი საქართველოსთან და არამყარი ერი საბჭოთა სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად გამოაცხადა. საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც მათ იდეოლოგიას ასრულებდა, არქიტექტურა გახდა.
გეგმის მიხედვით, თბილისის ქუჩების ყოველ კუთხეში განლაგებული ძეგლები და მოპირკეთებული შენობები საბჭოთა კავშირის დიდებას ასახავდა.
1991 წელს საბჭოთა კავშირი დაეცა, თუმცა ძეგლები გადარჩა და ქვეყანაში საბჭოთა კავშირის წარსულ სიდიადეს დღემდე ასახავს.
საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ საქართველო ისევ დასუსტდა და არასტაბილური სახელმწიფო გახდა.
ქვეყანა დამოუკიდებელ სახელმწიფოს ყალიბდებოდა. სამოქალაქო ომის და პოლიტიკური დარტყმების შედეგად კი ქვეყანა ნანგრევებში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა.
კონტმა და პერეგომ საქართველოში იმოგზაურეს.
იტალიელი ფოტოგრაფების ხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ მოდერნიზება სცადა და დაივიწყა წარსული, საბჭოთა არქიტექტურა მნიშვნელოვნად მიიჩნევა ქვეყნის ურბანული მომავლისთვის.
ბევრი მაგალითია იმისა, რომ საქართველოში საბჭოთა არქიტექტურა განადგურებულია, მათ შორის „ანდროპოვის ყურები“. თუმცა სხვა ძეგლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ახალი ფორმა მიიღეს.
კონტე და პერეგო თავიანთ სურათებს იყენებენ, რომ საბჭოთა არქიტექტურის ექსპრესიონისტურ სტილზე ყურადღება გაამახვილონ. რაც კარგად ჩანს, მარნეულში ბერძენიშვილის მიერ დამზადებულ ქანდაკებაში „კიდევაც დაიზრდებიან“ , ასევე საქართველო-რუსეთის საზღვართან ძეგლში.
ადამიანების ქანდაკებები ასევე დგას საბჭოთა საზოგადოებრივი შენობების გვერდით, როგორიცაა სამრეწველო ტექნიკური კოლეჯის აუდიტორია, არქეოლოგიური მუზეუმი.
არქეოლოგიური მუზეუმი ასევე ასახავს წრიული გეგმას სრულად. ეს იყო საპროექტო გადაწყვეტილება საქართველოს საბჭოთა არქიტექტურის მრავალ მაგალითზე და ასევე ჩანს ჯორბენაძის რიტუალების სასახლეში.
მნიშვნელოვანი საბჭოთა ღირშესანიშნაობა იყო სასტუმრო „ივერია“. ის 1967 წელს აშენდა, მოგვიანებით კი არქიტექტორების, გ.ჩახავასა და ზ. ჯალაღონიას მიერ გადაკეთდა. შენობის ექსტერიერი მთლიანად შეიცვალა და დღეს „რედისონ ბლუს“ სახელით ფუნქციონირებს.
ფოტოგრაფების ყურადღება ყველაზე მეტად კი ყოფილი საგზაო სამინისტროს შენობამ მიიპყრო, სადაც ახლა საქართველოს ბანკის სათაო ოფისია განთავსებული.