ფოთის ჰოსპიტალში, ცხელების ცენტრში ლანჩხუთიდან მეორე დღეა სამი პაციენტია შეყვანილი.
ამჟამად თითოეული მათგანი ბოქსირებულ პალატაში აგრძელებს მკურნალობას.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჯერჯერობით, უცნობია აქვთ თუ არა მათ კორონავირუსი _ ლუგარის ლაბორატორიიდან ორი პაციენტის კვლევაზე პასუხი, სავარაუდოდ, ერთ საათში გახდება ცნობილი, მესამე პაციენტის კვლევაზე კი _ დღის ბოლომდე.