პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია მალთაყვის უბანში საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატ ბექა ვაჭარაძესთან ერთად, ნინოშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
„21 ოქტომბრის არჩევნები გადაწყვეტს ჩვენი ქალაქის განვითარების ბედს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენი ურთიერთობები უნდა იყოს რეგულარული და შედეგებზე ორიენტირებული. მუდმივი კომუნიკაცია მოგვცემს იმის საშუალებას, სწორად განვსაზღვროთ საჭიროებები, რომლებიც თითოეულ თქვენგანს უკეთეს პირობებს შეუქმნის“, _ მიმართა შეხვედრის მონაწილეებს გოჩა კურდღელიამ.
მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოქალაქეების აქტივობა და „ქართული ოცნების“ გამარჯვება თითოეული მოქალაქის გამარჯვებას ნიშნავს. (R)