დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გურიის მდინარეების: აჭისწყლის, სუფსისა და ნატანების კალაპოტებში, სოფლებში: ლიხაურში, სილაურში, მერიასა და მელექედურში „გურია ნიუსი“ იმყოფებოდა. ადგილზე თავდაუზოგავად მუშაობენ ნაირგვარი ჯურის ლიცენზიანტები და გამალებით ეზიდებიან ინერტულ მასალას.
სოფელ ლიხაურში აქციაც გაიმართა, რის შესახებაც მალე მოგაწვდით ინფორმაციას. ახლა კი გთავზობთ ფოტორეპორტაჟს აოხრებული კალაპოტებიდან, რის გამოც გაცეცხლებული მოსახლეობა ამბობს, რომ „ „კორონამ“ სახლში დარჩენა ჩვენ გვაიძულა, ესენი კი რიყეებში სათარეშოდ გამოფინაო.“