ვაკის პარკში დღეს, 2 საათზე დაწყებული აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
აქციას, სახელწოდებით “აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე” ბევრი ადამიანი ესწრება. მათ შორის არიან ცნობილი სახეები და “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერები.
ამ აქციაზე დღეს ზაზა სარალიძეც მივიდა, თუმცა, მალევე წავიდა, რადგან ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას.
სალარიძემ ვაკის პარკი სახალხო დამცველთან ერთად დატოვა. აღსანიშნავია,რომ ნინო ლომჯარიასაც დაუპირისპირდნენ აქციის ორგანიზატორები. მას ბრალი სარალიძეზე გავლენის მოხდენაში დასდეს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.