ფოთში ერთ–ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარს მსხვერპლი მოყვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი ბინაში დღეს დილით გაჩნდა.
“სავარაუდოდ, კვამლით გაიგუდნენ“, _ ამბობენ ადგილობრივები.
რაც შეეხება მატერიალურ ზიანს და ხანძრის გავრცელებას, როგორც “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დამწვარია 5კვადრატული მეტრი ფართი.