ქალაქ ფოთში “ევროპული საქართველოს“ და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ შენობაზე ბოქლომის ჩამოკიდება ვერ შეძლეს.
მათ ადგილზე ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები დახვდნენ, რომლებმაც აქციის მონაწილეებს ცოცხები ესროლეს.
,,მუნიციპალიტეტის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი აქაა მობილიზებული, მშიშარა მთავრობა. გავაპროტესტეთ წართმეული არჩევნები და კი ხედავთ, რა მდგომარეობაა შენობა თავიდან ბოლომდე საჯარო მოხელეებით და პოლიციელებით არის სავსე. სულ რაღაც 30 კაცამდე მოვედით და მთელი საჯარო სივრცე აქაა მობილიზებული, არ გვაძლევენ პროტესტის გამოხატვის უფლებას, მოდიან პროვოკაციაზე.“ _ თქვა აქციაზე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი შამუგიამ.