დღეს ფოთში, #2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს შეხვდა. შეხვედრა ბოლო დროს გახმაურებულ საკითხზე _ საგამოცდო ცენტრის გაუქმებაზე გაიმართა.
„მინდა გითხრათ, რომ ალბათ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ფოთში დარჩება საგამოცდო ცენტრი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აბიტურიენტების ინტერესები დაცული იყოს.
„ოზურგეთსა და ფოთში აბიტურიენტებისათვის სასარგებლო გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. ხულოში კი საგამოცდო ცენტრი გაუქმდება“, _ თქვა შეხვედრაზე მაია მიმინოშვილმა.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, საბოლოო პასუხი აბიტურიენტებს უახლოეს დღეებში ეცნობებათ. საქმეში აქტიურად არის ჩართული განათლების და მეცნიერების სამინისტრო.
რაც შეეხება ხულოს საგამოცდო ცენტრს, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სკოლაში, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდებოდა, წელს რემონტდება.