ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების“ სხდომა იმართება, სადაც უმრავლესობამ ფრაქციის თავმჯდომარის გელა აროშიძის მოადგილეებად ერთხმად საკრებულოს დეპუტატები მარიკა ჩხიკვიშვილი და გელა ჩავლეშვილი აირჩიეს.
_ ფრაქციის წესდებაში შეტანილი იქნა ცვლილება , რის მიხედვითაც ფრაქციის თავმჯდომარეს უფლება აქვს ჰყავდეს მოადგილეები. კენჭი ვუყარეთ აღნიშნულ საკითხს და უმრავლეობის გადაწყვეტილებით მოადგილეები მარიკა ჩხიკვიშვილი და გელა ჩავლეშვილი გახდნენ, _ გვითხრა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გელა აროშიძემ.