საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მორიგი შეცდომა დაუშვა _ ამჯერად, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”.
პრეზიდენტმა ერთ-ერთი “ფეისბუქ” გვერდის _ “ხელოვნება და ისტორიკოსების” პოსტი გააზიარა, სადაც ქართველი მხატვრის ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრებია გამოქვეყნებული.
ზურაბიშვილმა პოსტს წარწერაც დაურთო _ “ვარლამიშვილს რუს ემიგრანტად ასაღებენ”.
თუმცა, ამავე პოსტში განმარტებულია, რომ ნამუშევრები ქართველ მხატვარს ეკუთვნის.
საქართველოს პრეზიდენტის პოსტს საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა _ კომენტარებში ზურაბიშვილს უხსნიდნენ, რა წერია ანოტაციაში და რომ მისი პროტესტი არასწორი იყო.
ახლა, გვერდიდან პოსტი წაშლილია _ ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც სოციალური ქსელის მომხარებლებმა პრეზიდენტს მიუთითეს, რომ მორიგი შეცდომა დაუშვა.
ამავე თემაზე: საქართველოს პრეზიდენტი სკანდალში გაეხვა _ ზურაბიშვილი მედიის კითხვებს არ პასუხობს