პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველი მოჭადრაკის ნინო ხურციძის ოჯახს უსამძიმრებს
დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მოჭადრაკის ნინო ხურციძის გარდაცვალების გამო. მისი სახით, ქვეყანამ დაკარგა ტიტულოვანი მოჭადრაკე, საქართველოს 6-გზის და მსოფლიოს ჩემპიონი 16 და 20 წლის გოგონათა შორის, მრავალი ოლიმპიადისა და ტურნირის გამარჯვებული და თასის მფლობელი.
ვუსამძიმრებ ნინო ხურციძის ოჯახსა და ახლობლებს, ქართული ჭადრაკის გულშემატკივრებს.
42 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მოჭადრაკე და საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა წევრი ნინო ხურციძე გარდაიცვალა.
2017 წელს ცნობილი გახდა, რომ ნინო ხურციძე სიმსივნეს ებრძოდა, თუმცა სამწუხაროდ, მან დაავადების დამარცხება ვერ შეძლო.
ნინო ხურციძე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სამივე სინჯის მედლის მფლობელია და საქართველოს 6-გზის ჩემპიონი, მათ შორის მამაკაცთა შორის და ასევე საქართველოს თასის მფლობელი.