საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გურიის ახლად დანიშნულ გუბერენატორთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან პარლამენტში, ვასილ ჩიგოგიძესთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად, გურიის გუბერნიაში სწრაფი ნაბიჯებით შევიდა.
ჟურნალისტის კითხვაზე _ „ქართულ ოცნებაში“ არის თუ არა დაპირისპირება? _ პრემიერმა სწრაფად უპასუხა _ „თქვენ დაუპირისპირდით ვინმეს?!“
როგორც ვწერდით, კომენტარი ჟურნალისტებთან პრემიერს არ გაუკეთებია. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სოფო მდინარაძემ გვითხრა, რომ აქედან პრემიერი სამეგრელოში მიდის და საბოლოო კომენტარს სოფელ რუხში გააკეთებს.