გიორგი კვირიკაშვილი გიორგი გაჩეჩილაძეს (“უცნობი’) პასუხობს და აკრიტიკებს. პრემიერის თქმით, თუკი მისი მეგობარი სასამართლოს გზით დაამტკიცებს ბრალდებებს, რომლმაც მინისტრი ხეჩიკაშვილი და მთავრობის წევრები კარტელურ გარიგეგებში დაადანაშაულა, ის თანამდებობას დატოვებს.
“მისგან ასეთ დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას ნამდვილად არ ველოდი და არ შევეგუები. მე არ შემიძლია მოვისმინო ქება ადამიანისგან და ეს ქება კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, რიდესაც ის შეურაცხმყოფელად იხსენიებს ჩემი გუნდის წევრებს.
მან ისაუბრა ჯანდაცვის სამინისტროს ტენდერზე. როდესაც ის მე დამიკავშირდა, მივეცი დავალება მთავრობის ადამინისტაციას, რომ არ დაჩაგრულიყო ბიზნესი, რომ ყოფილიყო ყველასთვის თანაბარი საკონკურენციო პირობები. გავეცანი ამ საქმეს. ტარიელ ხეციკაშვილიდ და ის ბიზნეს ჯგუფი, რომელშიც მას წილი გააჩნდა, არაფერ შუაში იყო ამ ტენდერთან. სრულიად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა. კანონი ზედმიწევნით დაცული იყო.
მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს. თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ მთავრობა რამეში შეცდა, მზად ვარ ავიღო ნებისმიერი პასუხისმგბელობა, მათ შორის დავტოვო თანამდებობა. ხოლო, თუ დადასტურდა, რომ ყველაფერი კანონის დაცვით იყო ჩატარებული, გამობრძანდეს გია გაჩეჩილაძე და მოუხადოს ბოდიში ტარიელ ხეჩიკაშვილს, მათ შორის მეც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.