“ბახმარო არის მართლაც უნიკალური კურორტი და ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს მის განვითარებას” _ ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაბა ურეკის კულტურის სახლში, “ქართული ოცნების” რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბახმაროში მალე გარე ელექტრომომარაგების სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოები დაიწყება:
_ ზაფხულში დაიწყება კურორტ ბახმაროს გარე ელექტრომომარაგების სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოები.
ბახმარო არის მართლაც უნიკალური კურორტი და ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს მის განვითარებას.
მზად არის ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა და განვითარება მოხდება არა ქაოტურად, არამედ კანონზომიერად და გეგმის მიხედვით, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.